SunriseEnergy

კომპანია

ნაბიჯი წინ — სუფთა ენერგიისკენ.

SunriseEnergy განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობს როგორც EPC კომპანია: საინჟინრო პროექტირება, აღჭურვილობის შესყიდვა და მშენებლობა — ერთი ხელშეკრულებით და ერთი პასუხისმგებელი გუნდით.

ვმუშაობთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ვართ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ასოცირებული წევრი.

16+ MW

დამონტაჟებული სიმძლავრე

40+

დასრულებული პროექტი

EPC

სრული ციკლი — დიზაინი, შესყიდვა, მშენებლობა

10 წელი

ბაზარზე გამოცდილება

როგორ ვმუშაობთ

საინჟინრო სიზუსტე

ყველა პროექტი იწყება გაზომვით — ადგილის რესურსი, მოხმარების პროფილი, ქსელის პირობები.

ერთი ხელშეკრულება

EPC მოდელი ნიშნავს ერთ პასუხისმგებელ მხარეს დიზაინიდან გაშვებამდე — შუამავლების გარეშე.

გრძელვადიანი შედეგი

სადგური 25+ წელი მუშაობს. ვაპროექტებთ ისე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იმუშაოს.